იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას ეთანხმება. მისი შფასებით, ბედუკაძის მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილება და ღონისძიება ეჭვს იწვევს და მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გადასახედია.
"წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა პრაქტიკულად იმ პატარა სიას შორისაა, რომელზეც სრულიად სამყარო თანხმდება, რომ ესაა იმპერატიული ნორმა. ესაა პრინციპი, რომლიდანაც გადახდვევა, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა კონვენცია ამბობს, არ შეიძლება მაშინაც კი, როდესაც ომია ქვეყანაში და როცა ერის არსებობას ემუქრება საფრთხე. აქედან გამომდინარე, თუკი წამების აკრძალვიდან გადახვევა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ბედუკაძის მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილება და ღონისძიება ეჭვს იწვევს და ვეთანხმები იმას, რომ ესაა გადასახედი", - განაცხადა წულუკიანმა.