,,ვვარაუდობდი, რომ ჩემი პრეზიდენტობა დამემთავრებინა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნით", _განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ მიმართვაში, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ისტორიულ მნიშვნელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ამ პროექტს საქართველოსთვის ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ახლა რაც ვნახეთ არის ის, რომ იმის გამო, რომ დაფინანსებაში სერიოზული შეფერხებებია, იმის გამო, რომ უცებ აზერბაიჯანულ მხარესთან ბევრი გაურკვეველი საკითხი წამოიჭრა, პრაქტიკულად, იმის მაგივრად, რომ მშენებლობა დასრულებულიყო წელს და მე ვვარაუდობდი, რომ წელს ჩემი პრეზიდენტობა დამემთავრებინა ამით, რომ საზეიმოდ გავხსნიდით ამ პროექტს, ამ დიდი რკინიგზის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ევროპასთან, რომელიც რეალურად არის ჩინეთისა და ლონდონის რკინიგზა, მაგრამ მთელს ევროპაში აქვს უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ამის ნაცვლად, ჩვენ გვიხდება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს რკინიგზა ვერ დამთავრდება ვერ წელს და როგორც დღეს დავრწმუნდი, ვერც მომავალ წეს. სამწუხაროდ, ვერ დასრულდება კიდევ ორი წელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ ავღანური ტვირთები, რომელიც მომავალი წლიდან მოდის, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა. ავღანეთიდან ამერიკის ჯარი რომ გამოვა ძალიან ბევრი ტვირთი უნდა წამოსულიყო აქეთ და ამის გარშემო უამრავი ბიზნესი უნდა შექმნილიყო საქართველოს შიგნით. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამ რკინიგზას ზოგადადაც ექმნება პრობლემა, როცა ასე ინტენსიურად ვლაპარაკობთ, რომ აფხაზეთიდან გამავალი საქართველო-რუსეთის რკინიგზა უნდა გავსხნათ, პრაქტიკულად, ეს არის დროის წინააღმდეგ მუშაობა", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, რუსეთს ,,აწყობს", რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და სანაცვლოდ გახსნას, აფხაზეთში რკინიგზა.