,,ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი ვინც "ნაციონალურ მოძრაობას"უკანონო გზებით აფინანსებდა", _ განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აუდიტის სამსახური მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"სამწუხაროდ საპარლამენტო არჩევნების წინ ყველას გახსოვთ რომ აუდიტის სამსახურის მოქმედება მხოლოდ ერთი პარტიის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იყო მიმართული. დღეს სხვაგვარი მდგომარეობაა. ამიტომაც დანაშაულებრივ ქმედებაზე ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი ვინც უკანონო გზებით აფინანსებდა "ნაციონალურ მოძრაობას", - აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიული მიზნებისთვის ხუთი მილიონ 240 ათას 880-ლარის ოდენობით უკანონო შემოწირულობა მიიღო.