მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების ინტერესი უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ "საოზგადოებრივი ინიციატივების გაერთიანებების ცენტრის" ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა და პრეზიდენტს არჩევნების თარიღის გადახედვისკენ მოუწოდა.
ღლონტი მიჩნევს, რომ ნებისმიერ ამომრჩეველს უნდა ქონდეს გარანტირებული კონსტიტუცით მინიჭებული უფლება „აირჩიოს", პრეზიდენტის მიერ არჩევნების 31 ოქტომბერს დანიშვნით ეს უფლება ფაქტობრივად ერთმევათ უცოხეთი მცოვრებ მოქალაქებს.
"პრეზიდენტის 2013 წლის 2 ივლისის განკარგულებით საპრეზიდენტო არჩევნების თრიღად განისაზღვრა 31 ოქტომბერი. ეს არ არის უქმე დღე, რაც გარკვეულ პრობლემებს შექმნის მოსახლეობის აქტიურობის მხრივ. განსაკუთრებით პრობლემები ექმნებათ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოწქალაქებს, რომლებიც შუა კვირაში დიდი ალბათობით საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ", - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.
მისვე თქმით, პრეზიდენტს საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს, რომ მან არჩევნები უქმე დღეს დანიშნოს და მან საზოგადოების ინტერესი უნდა გაითვალისწინოს.