,,საპრეზიდენტო არჩევნებზე იგივე პრობლემა გვექნება, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა", _განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის კომენტირებისას.
მისივე განცადებით, უმჯობესი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების კვირა დღეს დანიშვნა.
,, შარშან საპარლამენტო არჩევნებზე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ თანამოქალაქეებს ძალიან გაუჭირდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. საპრეზიდენტო არჩევნების ხუთშაბათ დღეს დანიშვნა ასეთივე პრობლემებს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს. კარგი იქნებოდა შარშანდელის გათვალისწინებით ეფიქრათ ამაზე. სამწუხაროდ, ამაზე არ იფიქრეს და როგორც ჩანს, ბევრ სხვა რამეზე ფიქრობენ. არჩევნები თუ კვირას ჩატარდება ამას მივესალმები როგორც მოქალაქე, რადგან ვიცი, რომ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მონდომებულნი არიან, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში", _განაცხადა ფანჯიკიძემ.