დღესვე ქვეყნის პირველი პირმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაუფრთხილდეს ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ფასეულობებს, კერძოდ, თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მოქმედებისგან. მან მიუღებელი და საშიში პროცესი უწოდა დამოუკიდებელი მედიის მფლობელთა მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას.
„მინდა გავაფრთხილო: ხელები შორს რუსთავი 2-სა და თავისუფალი ტელევიზიებისგან! საქართველოში ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ათწლეულების მონაპოვარია. ასევე ეს დაკავშირებულია არჩევნებთან, რადგან არჩევნები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ინფორმაციაზე ყველას ექნება წვდომა, ქვეყანაში არ იქნებიან პოლიტპატიმრები და იქნება თავისუფალი გარემო. მართლაც, ეს საკითხები უნდა იყოს მთელი საზოგადოების ზრუნვის საგანი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები