„არსებობს საფრთხე სოჭის ოლიმიადის ჩაშლისა", - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის" ამირის დოკუ უმაროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, ამგვარ ღონისძიებებზე ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეული ჯგუფები ეცდებიან ღონისძიების ჩაშლას.
„არ აქვს მნიშვნელობა ეს სოჭი იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყნის ქალაქი. ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ გარკვეული ჯგუფები ეცდებიან ღონძიებს ჩაშლას ან ტეროტრისტული აქტის მოწყობას.
ამის მაგალითები სამწუხაროდ, წარსულში ოლიმპიადებზე იყო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სათანადო უსაფრთხოების ზომები მიღებული იქნება ორგანიზატორების მხრიდან და ჩვენც მოგეხსენებათ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ყველა ამ საკითხზე ვითანამშრომლოთ", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები