,,მერიის მაღალჩინოსნების დაკავება ჩვენთვის არამომგებიან დროს განხორციელდა", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მერიის მაღალჩინოსნების დაკავების კომენტირებისას.
,,მერიის მაღალჩინოსნების დაკავება არასწორ დროს განხორციელდა. ჩვენთვის მათი დაკავება არ იყო მომგებიანი, როცა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა და ამ დროს მოხდა დაკავება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყველა პროცესის მართვა ერთი კაცისგან არ ხდება. ვისაც რამე პრეტენზია და შენიშვნა აქვს, ამისთვის არსებობს პროცედურები, დაწერონ განცხადებები და უნდა მოხდეს გამოძიება. პირადად მე მხოლოდ ის ვიცი, რაც თქვენ. საქართველოში ხდება სამართლიანობის აღდგენა და თუ რამე უკანონობა ხდება, ამაზე შესაბამისი უწყება მოახდენს რეაქციას", - განაცხადა ივანიშვილმა.