,,პრეზიდენტს უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და 31 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადოს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის'' ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შესაძლო შეცვლის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, სასურველი იქნება თუ პრეზიდენტი 31 ოქტომბერს, რომელიც სამუშაო დღეა უქმედ გამოაცხადებს.
,,სასურველი იქნება პრეზიდენტი თუ გაითვალისწინებს, საზოგადოების, პოლიტიკური ოპონენტების აზრს და საპრეზიდენტო არჩევნების დღეს უქმედ გამოაცხადებს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ღლონტმა.
მისი თქმით საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლი ინტერპრეტაცის საშუალებას ტოვებს და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, თუ პრეზიდენტი არჩევნების თარიღს არ შეცვლის, 31 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადოს.
რაც შეხება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოაქლაქებისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებით შესაძლო პრობლემის წარმოქმნას, ღლონტი მიჩნევს, რომ კანონის მიხედვით ეს საკითხიც შეიძლება დარეგულირდეს.
„არც ეს საკითხი წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი აპირებენ საპრეზიდენტო არჩვნებში აქტიურ მონაწილეობას, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა შესაძლებელია. კანონი იძლევა ამის საშუალებას და კეთილი ნების პირობებში პრობლემის მოგვარება შეიძლება", - განაცხადა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმად, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩვნების თარიღი შეიცვალოს, კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კვირის ნებისმიერ დღეს ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა. ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მეექვსე მუხლშია მითითებული.