,,ჩვენ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, არ შეუძლია იმის თქმა, შეუქმნის თუ არა ამომრჩეველს სირთულეებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა.
,,ჩვენ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს. აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა დააკვირდება პროცესებს და დემოკრატიის გზაზე საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს", _განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრობისას რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს დანიშნა.