„ რა არ მინახავს, რა არ გამიგონია, თუმცა მსგავსი სისასტიკის გაკეთება თუ შეეძლო ადამიანს, ეს არ ვიცოდი,"- ასეთი განცხადება გააკეთა „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის" კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, ვინც ამ სისასტიკეში მონაწილეობას იღებდა.
„ეს არის შოკისმომგვრელი კადრები, რომელიც ნამდვილად არ უნდა მენახა, რადგან ეს კადრები არასოდეს დამავიწყდება. ჩემთვის წარმოუდგენელია მსგავსი სისასტიკე, როგორ შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და განახორციელოს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების დახურულ სხდომაზე სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, რომელზეც ციხეებში ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული.