საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელი ეკა გულია, უარყოფს რადიო "კომერსანტით" გავრცელებული ინფორმაცია დევნილთა ყოველთვიური შემწეობის გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ეს არის ცრუ ინფორმაცია და გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შეცდომაში ნუ შეიყვანთ დევნილ მოსახლეობას. არაფერი გაუქმებულა, პირიქით, იმ დევნილებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან, დახმარება გაუორმაგდათ. აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებიოს შემდეგ დევნილები პრეტენზიებს გამოხატავენ და ახსნა-განმარტებებს ვერ ვუმკლავდებით. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ და დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომელიც ზიანს აყენებს მოსახლეობას. ჯერ ის 28 ლარი რა არის, რომ მისი გაუქმება დააანონსო. პირიქით, დევნილთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ დევნილთა ყოველთვიური შემწეობა გაზარდოს და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდნენ ის დევნილები, რომლებიც 28 ლარზე არიან დამოკიდებული, სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და ამ დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესეც გაუქმდა" - აცხადებს ეკა გულუა