I ივლისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ "WIZZ AIR" დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია "WIZZ AIR"-ის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 ივლისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით რეისი კვირაში 2 ჯერ განხორციელდება.
პრესკონფერენციას რომელიც ქ. ხარკოვის საერთაშოსრისო აეროპორტში გაიმართა ესესწრებოდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სიგუა და ქართული მედიის წარმომადგენლები.
ალექსიძის თქმით, ავიაკომპანია „Wizz Air"-ის მხრიდან კიდევ ერთი დამატებითი რეგულარული რეისის შესრულებით საგრძნობლად გაიზრდება საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ტურიზმის მდგომარეობაზე და ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. მისივე თქმით, ავიაკომპანია ვიზიარის რეისების სიხშირემ დაადასტურა ახალი აეროპორტის წარმატება და ტურისტთა მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ. დღეს ჩვენ და ავიაკომპანია "WIZZ AIR"-ი არსებული და ახალი მიმართულების დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ მგზავრებს გადაადგილდნენ ვარშავის, კატოვიცას, დონეცკისა და უკვე ხარკოვის მიმართულებებით დაბალ ფასად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას განცხადებით: "ქუთაისის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა საგრძნობლად ზრდის ქვეყნის ძირითადი კურორტების ხელმისაწვდომობასაც. გარდა ამისა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ჩამოსულთა უმეტესობა სტუმრობს თბილისსა და ბათუმს. შესაბამისად ხარკოვის რეისის დამატება ხელს შეუწყობს ვიზიტორების მაჩვენებლის გაზრდას ტურისტულ ადგილებში ქვეყნის მასშტაბით".
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ქ. ხარკოვის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, აეროპორტის დირექტორი და კომპანია "WIZZ AIR" უკრაინის ხელმძღვანელი ბატონი ოკაშა ბუშა, რომელმაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან რეისიების დამატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.