"ნამდვილად არ მაქვს სურვილი ვუყურო, თუ როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ 9 წლის განმავლობაში ჩვენს თანამოქალაქეებს, თუმცა ამის ვალდებულება მაქვს, რომ დავესწრო"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით დღევანდელი კადრები არის იმის მაგალითი, თუ როგორი იყო „ნაციონალები" ამ ხნის განმავლობაში.
ცნობისთვის „თავდაცვისა და უშიშროების" კომიტეტის სხდომაზე, დღეს სამეგრელოში დიდი ოდენობით უკანონო მასალების ვიდეო-ფირებს დეპუტატებს აჩვენებენ.