,,კოკი იონათამიშვილმა მისთვის, შეიძლება, პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა გიგი უგულავამ კოკი ონათამიშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, იონათამიშვილის გადაწყვეტილება ,,მორალთან მწყრალადაა".
,,რამდენიმე დღის წინ მე მასთან მქონდა საუბარი. ვთვლი, რომ მან, მისთვის შეიძლება პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და აქედან სარგებელი ნახოს. ასევე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში ეს საქციელი, თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით, არასწორი და რბილად რომ ვთქვა, მორალთან მწყრალია",- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ კოკი იონათამიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობა", დატოვა.