„აფხაზეთი აფხაზური რკინიგზის აღდგენას დათანხმდება", - განცხადება ამის შესახებ მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პოლიტოლოგმა სერგეი შამბამ გააკეთა და იქვე აღნიშნა,რომ აფხაზეთში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შიში არსებობს.
„მიმაჩნია, რომ მოცემული საკითხი საინტერესოა აფხაზეთისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული კომუნიკაციები გვაკავშირებს ჩვენ რუსეთთან და ამით წყდება ჩვენი ყველა სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური საკითხები.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი მაინც ერთგული რჩება თავისი მოკავშირული ურთიერთობებისა რუსეთთან, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში ის დასთანხმდება ასეთ პროექტს", _ განაცხადა სერგეი შამბამ.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ამ საკითხში, სერგეი შამბა მიიჩნევს რომ საქართველო ამ რკინიგზის გახსნით უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ვიდრე აფხაზეთი.
„ამ ქვეყანაზე უმალვე გავლენის მოხდენა მოინდომა აზერბაიჯანმა, იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზური რკინიგზა სომხეთში კომუნიკაციებს გახსნის. თუ საქართველო უარს იტყვის ამ პროექტზე იგი კიდევ უფრო მეტად დასცილდება აფხაზეთს. საქართველო ამ რკინიგზის გახსნით უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ვიდრე აფხაზეთი", _ აცხადებს შამბა.