გიგი უგულავასთვის გაუგებარია რატომ იმართება მერიის დაკავებული მაღალჩინოსნების პროცესი რუსთავის სასამართლოში. როგორც ჟურნალისტებთან თბილისის მერმა განმარტა ეს ფაქტი სამართლებრივი ბაკხანალიის დაკანონებაა.
,,თუ ასეთი სამართლებრივი ბაკხანალია დაკანონდა და ეს გავიდა და განსჯადობას დაექვემდებარა ერთ ადგილას ჩადენილი კონკრეტული დანაშაული და შეიძლება ის სულ სასამართლოში წაიღონ, ეს იქნება მანიპულირების საგანი, სასამართლოზე ზეწოლის გაგრძელების შესაძლებლობა. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ამ საქმის რუსთავში განხილვა, საქმე უნდა დაბრუნდეს თბილისში, თუ გვინდა დავბრუნდეთ სამართლებრივ სივრცეში, სხვა შემთხვევაში მივიღებთ სამართლებრივ ბაკხანალიას და ამაზე პასუხისმგებელი იქნება პირადად მთავარი პროკურორი ბატონი კბილაშვილი", _განაცხადა ჟურნალისტებთან გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო თბილისის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.