„თუ „ნაციონალური მოძრაობა" არ მიიღებს პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ამით ისინი დაამტკიცებენ, რომ მათ არ აქვთ არანაირი შანსი იმისა, რომ მათ მიერ დასახლელებულმა კანდიდატმა ბარიერი გადალახოს,"-ასე ეხმაურება გიორგი ბარამიძის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას" უჭერს.
„არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება ახასიათებს უსუსურ პარტიებს. ასეთი პარტიაა სწორედ „ნაციონალური მოძრაობა," მათ შანსიც კი არ აქვთ იმის, რომ რაიმე შედეგს მიაღწევენ,"- ამბობს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა მათ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიირონ.