,,მერიის თანამშრომლების დაკავება ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებს პოლიტიკური ჯგუფი არ მართავს", _განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მერიის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას.
,,ჟურნალისტებმა მიკარნახეს, რომ გიგი უგულავას მერიის თანამშრომლების დაკავება პლატფორმაში გადაქვს, როგორც პოლიტიკური დევნა. მე კიდევ პირიქით ვიტყოდი ძალიან კაცი მტკიცებულებაა გუშინდელი ქმედებები იმისა, რომ მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, პოლიტიკური ჯგუფი არ მართავს სამართალდამცავ სტრუქტურების ყოველდღიურ პროცესებს. ეს მანერა მათ ჰქონდათ და ასე ჰგონიათ დღეს. ყველა თავის გადმოსახედიდან იყურება. გუშინდელი დაკავებები ჟურნალისტები თუ კარგ ანალიზს გააკეთებთ ჩვენთვის არ იყო სასარგებლო მაგრამ ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენ არ ვკარნახობთ და მე არ ვკარნახობ სამართალდამაცვ სტრუქტურებს. ისინი მოქმედებენ კანონის შესატყვისად და იმის მიხედვით რა არის საჭირო კონკრეტულ დღეს, რა უნდა გააკეთონ, მოიმოქმედონ და არ უყურებენ პოლიტიკას. თუ კითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცდომები იყო პროცედურებში დაკავების, თუ დაკითხვების დროს დადონ ამის მაგალითები, იჩივლონ პროკურატურაში, დაადგენ ყველაფერს სასამართლო და გამოძიება", _განაცხადა ივანიშვილმა.