პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტს ეხმიანება.
მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში პროტესტის ერთ-ერთი ფორმა არის ბოიკოტი და პოლიტიკურ ოპონენტებს ამის სრული უფლება აქვთ.
„თუ „ნაციონალები" ამბობენ, რომ მერიასა და გამგეობებში პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება ანუ ამ ფრაზებით აღიარებენ იმას, რომ გამგეობები და საკრებულოები მათი პარტიის მხარდამჭერებით იყო დაკომპლექტებული. მე არ მესმის რას აპროტესტებენ ისინი, ნუთუ გვეწინააღმდეგებიან იმაში, რომ კრიმინალს და ქრთამს ვებრძოლოდ. თუ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული მათ ამისათვის პასუხი უნდა აგონ, საქმეს იძიებს პროკურატურა და ყველაფერი სულ მალე ნათელი გახდება",- განაცხადა მანან კობახიძემ.