ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს შორის უკვე ბოლო თვეების განმავლობაში პროგრესია. ამის შესახებ მან, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები საკმაოდ საინტერესო ფაზაშია გადასული, არის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული,რაზეც საკმაო შედეგი უკვე გვაქვს,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.