დედაქალაქის მერი გიგი უგულავა სამართალდამცავებისგან ოჯახების დაწიოკებისა და ტერორის შეწყვეტას მოითხოვს, - განცხადება გიგი უგულავამ კურიერის სპეცგამოშვებაში მერიისა თანამშრომელთა და საკრებულოს წევრთა დაკავების კომენტირებისას გააკეთა
„შეწყვიტონ ტერორი, შეწყვიტონ ოჯახების დაწიოკება, იმიტომ რომ ეს სხვა არაფერია. ქუჩების გადაკეტვა, სპეცოპერაციების ჩატარება გამგებლისა თუ გამგებლის მოადგილის დასაკავებლად. მაშინ როდესაც ეს ადამინები რამდენიმე გზის იყვნენ დაკითხულები. გამოგზავნონ შაბამისი უწყებები. არავინ არ აპირებს დამალვას. მეტსაც შევთავაზებდი მინისტრს, თუ ეს მას ეხება - ხადურს, მაგრამ ჩემი ინფორმაცით ამას ხელმძღვანელობს ბატონი ღარიბაშვილი, მოგვაწოდოს გვარები და თავის ფეხით მოვა ეს ხალხი. შეწყვიტონ ოჯახების დატერორება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა", - განაცხადა გიგი უგულავამ.