სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა მოსკოვში გადაიყვანეს სადაც გეგმიურ მკურნალობას გადის. ინფორმააცია ამის შესახებ რუსულ მედიას თავად აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მიაწოდა.
"გეგმიური შემოწმება და გეგმიური მკურნალობა. გუშინ გაემგზავრა და დაბრუნდება", _ განაცხადა ბაღაფშმა და უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არძინბა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
"ყველაფერი ნორმაშია", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ამავე დროს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარსანიამ იგივე რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ "კარგი იქნებოდა არძინბას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი ყოფილიყო".
"ეს ხანგრძლივი და ქრონიკული დაავადებაა. მას უჭირს გადააადგილება. თუმცა ამ დაავადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", _ განაცხადა მარშანიამ.