,,გიგა ბოკერია ელენე თევდორაძის განცხადებას სრულ ბოდვას უწოდებს", - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განაცადების საპასუხოდ განაცხადა.
"ვიხილე ეს კომენტარი. ეს არის აბსურდული სიცრუე და ბოდვა. ამაზე მეტ კომენტარს ეს სამწუხაროდ, არც იმსახურებს", - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ 2005 წელს ვანო მერაბიშვილთან საუბრის დეტალები გაიხსენა, როდესაც მერაბიშვილმა მოკლული სამი ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სანამ "მათნაირ 200 ბანდიტს მიწაში არ ჩააწვენდა, არ მოისვენებდა".
თევდორაძე 2006 წლის ციხის ბუნტის შესახებაც საუბრობს და იხსენებს თუ რა ვითარებაში დაიწყო სროლები. ამასთან, თევდორაძემ გიგა ბოკერიასთან შეხვედრაც გაიხსენა. თევდორაძის თქმით, ბოკერიამ მას უთხრა, რომ პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გაზრდილიყო, რის შედეგადაც, საქართველო ახალი ციხეების მშენებლობისთვის დაფინანსებას მიიღებდა.