,,პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები და დაკავებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელია", _განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.
,,მნიშვნელოვანია ის რაც ჩვენმა სტუმრება დაინახეს საქართველოში სტუმრობისას, კიდევ ერთხელ, რომ თავისუფალ ერთა ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს და ამის გამოხატულებაა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ძალების განცხადები ამასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ, ხელისუფლებას და ჩემს პოლიტიკურ ძალას. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ეს არის ორგანიზაცია რომელშიც გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ის მოვლენები, რომელიც საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ვითარდება და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავება და პატიმრობაში მოქცევა, დღევანდელი მოვლენები და ზოგადად პრემიერ-მინისტრის საჯაროდ გამოხატული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიუღებლობა, ეს არის რა თქმა უნდა, სერიოზული ბარიერია ამ გზაზე", _განაცხადა გიგა ბოკერიამ.