გასული წლის ოქტომბერში საქართველომ მშვიდობიანად მოახდინა ძალაუფლების გადაცემა. ამისთვის პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ნამდვილად იმსახურებს მილოცვას და პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს ამის აღნიშვნას. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „ნამდვილი სახე დემოკრატიისა არის არა ის თუ როგორ იღებ ძალაუფლებას, არამედ ის თუ როგორ გადასცემ მას.
„წელს, წლის მეორე ნახევარში პრეზიდენტი უკვე დათმობს თავის ძალაუფლებას და შემდეგ მისი შემცვლელი სამართალმემკვიდრე და ასევე პრემიერ-მინისტრი ყველანი იქნებიან ისტორიაში შესსულნი როგორც დემოკრატიის მშენებლები", _ განაცხადა რასმუსენმა.