"შემაშფოთებელია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფონზე საკრებულოს წევრების დაკავება", - განაცხადა ჟურნაალისტებთან საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, საკრებულოს წევრების დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად აისახება. დავით ბაქრაძის განმარტებით საკრებულოს წევრების დაკავების მიზანი თბილისის პარტიული ორგანიზაციის და ინფრასტრუქტურის მოშლაა.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს დაკავება იმ დროს, როცა მიმდინარეობს ასეთი შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან და იმ დროს როდესაც ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან ვისმენთ მოწოდებებს, რომ საქართველოში იყოს ფრულარისტური დემოკრატია და ოპოზიციის უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული და ამ დროს ხდება მასობრივი დაკავება საკრებულოს წევრების, ეს დაკავება თავისი შინაარსით და მაშტაბებით სხვანაირად ვერ შეფასდება თუ არა პირდაპირი შეტევა ნაციონალურ მოძრაობაზე იმ მიზნით, რომ მოშლილ იქნეს თბილისის პარტიული ორგანიზაცია და ინფრასტრუქტურა", განაცხადა დავით ბაქრაძემ.