"სახალისოა რომ ქვეყანაში ორი პარლამენტია და არც ერთში არ ვიმყოფებით", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ კანონმდებლებთან შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა. მისივე განმარტებით, კოჰაბიტაციის პროცესში კანონმდებლების როლი მნიშვნელოვანია.
" შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ნატოს გენერალურმა მდივანმა კანონმდებლებს გადასცა თავისი პოზიცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოჰაბიტაციის პროცესში კანონმდებლების როლი", - განაცხადა ჟურნალისტებთან ჯეიმს აპატურაიმ.
მისივე განმარტებით, ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის კანონმდებლებისაც და აქტიურად ითანამშრომელბს დეპუტატებთან.