კოჰაბიტაციას ვერავინ ვერ გაექცევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ნატოს გენერალური მდივნის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. „კოჰაბიტაციას ვერავინ ვერ გაქცევა და ამის სურვილი არც არავის აქვს. რა თქმა უნდა, უნდა ვითანამშრომლოთ, უნდა ვითანაარსებოთ სხვა გზა მე მგონი არავის აქვს"- განაცხადა დოლიძემ. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ცალკე ხვდება პარლამენტის წევრებს.
„მნიშვნელოვანია ის რომ ცალკე შეხვედრა ხდება პარლამენტთან ეს არის ახალი ძლიერი პარლამენტი. მისი როლის ბევრად უფრო გაზრდილია ვიდრე იყო აქამდე. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია მივაწოდოთ ნატოს დელეგაციას ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მათ შორის მოვუყვეთ წარმატებული ისტორიები იგივე საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე"- განაცხადა დოლიძემ.