საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხელისუფლებისთვის სერიოზული ტესტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომელიც „შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე შეხვედრას ესწრება. მისივე განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ისაუბრებს საქართველოს პარლამენტის როლზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში.
„ეს არის პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ნატოს დელეგაციასთან. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს პარლამენტის როლი ნატო-საქართველოს ურთიერთობების საქმეში. საუბარი გვექნება სწორედ ამ თემებზე ნატოს გენერალურ მდივანთან და ნატოს დელეგაციასთან. ასევე ვისაუბრებთ იმ თემებზე რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის"- აღნიშნა ძიძიგურმა
შეგახსენებთ, რომ „შერატონ მეტეხში" ნატოს დელეგაცია საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.