,,საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს ერთობლივი გეგმა აქვს, რომელიც ავღანეთიდან სამშვიდობო მისიის გამოყვანის შემდეგ განხორციელდება ‘'_ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნატო-საქართველოს კომისიაზე ისაუბრა იმ გეგმაზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს ერთობლივად აქვს, როდესაც დასრულდება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, შექმნა ახალი ხაზის, რომელიც გამოყენებული იქნება რევერსტრანზიტზე, ანუ იმ შეიარაღების და ცოცხალი ძალის გამოყვანაზე, რომელიც საჭირო გახდება ნატო-სთვის 2014 წლის შემდეგ. კონკრეტულად ნატო-ში ჩვენს თანამონაწილეობაზე ავღანეთში 2014 წლის შემდეგ არაერთხელ გვისაუბრისა. უკვე ოქტომბერში ჩვენ ველოდებით, როდესაც ნატო-ს სამხედრო სარდლობა წარმოადგენს გეგმას, რომელშიც საქართველოს თავისი ადგილი ექნება", -განაცხადა ალასანიამ.