,,საქართველო და ნატო დღეს უფრო ახლოა ერთმანეთთან", _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. ალასანიას განმარტებით, საქართველოსა და ნატოს შორის ნდობა ამაღლებულია.
,,ყველამ აღნიშნა, რომ საქართველო-ნატო-ს შორის ნდობა ამაღლებულია, ჩვენი სამხედროები პრაქტიკუალდ ისე მონაწილეობენ ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნები და მათ მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე, იმ ისტორიული არჩევნების შემდეგ, რომელიც ოქტომბერში შედგა, მთავარი შეკითხვა არის ის, თუ როგორ შევინარჩუნებთ პოლიტიკურ სტაბილურობას, როგორი თანაარსებობა გვექნება პოლიტიკურ ძალებს და რამდენად წარმატებულად ჩავატებთ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს. აი, ამ საკითხებზე იყო საუბარი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო და ნატო დღეს უფრო ახლოა ერთმანეთთან",-განაცხადა ალასანიამ.