,,ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდან არ გამოთქმულა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რეალურად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურიმა საბჭომ კიდევ ერთელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
,,კონკრეტული საკითხები, რომელზეც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განვიხილეთ, ეს იყო ხაზგასმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტისადმი. Mმეორე ეს იყო საქართველოს მისწრაფებისადმი ურყევი მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან. Mმესამე ეს იყო მნიშვნელობა საქართველოში რეფორმების გაგრძელების პროცესის შეუქცევადობისადმი და Aამ თვალსაზრისით ძალიან მაღალი შეფასებები გაკეთდა ჩვენი ნატოელი კოლეგებისა და პარტნიორების მხრიდან, ასევე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ", _განაცახდა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმობა საპრეზიდენტო არჩვნების დემოკრატულად ჩატარებას.