მაპის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული ნატოში. ამის მაგალითებიც არსებობს და ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენი ახალი სამიზნე უნდა გახდეს, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისში ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენცაზე გააკეთა კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ ამ ეტაპზე რამდენად შეძლებს საქართველო ახალ ეტაპზე გადასვლას და მაპის მიღებას.
„ჩვენ ასე არ ვაყენებთ საკითხებს პრინციპულად. ჩვენ დაველოდებით, ნატოს წევრი ქვეყნები, ალიანსი, განიხილავს შიგნით, რა რეალური ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით საქართველოსთვის მიმართებაში, რა იქნება რეალისტური და იმაზე გავაკეთებთ აქცენტებს.
დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ეს არ არის პრინციპული და მაპის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული ნატოში. ამის მაგალითებიც არსებობს და მაპი არ არის ვთქვათ ისეთი თემა რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენ ახალი სამიზნე უნდა გავაკეთოთ და შემდგომ ასე ჩაიწერება თუ სხვანაირად ჩაიწერება ამაზე პოლემიკა ავწიოთ", _ განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს პროგრესს.
„ჩვენ აუცილებლად პროგრესს მივაღწევთ და ნატონმა გენერალურმა მდივანმა ამაზე ისაუბრა დღეს და აქცენტი გააკეთა, რომ ჩვენ ტერმინებით არ უნდა დავწვრილმანდეთ და ტერმინებზე არ უნდა გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი, თანაც ნადრევად.
შევხედავთ, რაც რეალისტურია, მოსახერხებელი იქნება და რაც იქნება საჭირო გაისისთვის და ამ ეტაპზე ჩვენ იმ პროგრესს მივიღებთ", _ განაცხადა ივანიშნიშვილმა.