იმ ძალადობას, რაც ჩვენ 17 მაისს თბილისის ქუჩებში ვნახეთ არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში მოწყოფილ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველოსათვის აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ „ დემოკრატია არის ღრმად დათესილი ქვეყანაში"
„ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობებების უფლებების. იმ ძალადობას რაც ჩვენ ვნახეთ 17 მაისს თბილისის ქუჩებში არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავისუფლად გამოხატვა საკუთარი მოსაზრებებისა არის ადამიანის ფუნდამენტალური უფლება", _ განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერმა დამოუკიდებლობის დღეს თავის მიმართვაში სწორედ „ამ ღირებულებების სიმტკიცე" კიდევ ერთხელ დაადასტურა.