ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება - არ შეცვლილა. ეს გადაწყვეტილება კვლავ ადგილზეა. განაცხადა თბილისში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
„ჩვენი მხრიდან ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენს მიერ მიღებული გადაწვეტილებისა, რომელიც მივიღეთ ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ შეასრულებთ აუცილებელ პირობებს. ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ეს განაწყვეტილება კვლავ ადგილზეა. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რომ მოვახდინოთ საქართველოს სამხედრო ძალების რეფორმირება, რომ გახდდნენ ისინი უფრო პროფესიონალები და შეძლონ ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილება, რაც ამ ქვეყანას შესაძლოა წინ დაუდგეს", _ განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ აღსანიშნავია იმ რეფორმებს, რომლებმაც საქართველომ უკვე მიაღწია გარკვეულ სფეროში განგრძობითობა სჭირდება.