„პირველ რიგში, გავიმეორებთ იმ მესიჯს, რომელიც საქართველოს უკვე გავუგზავნეთ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი", _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „რუსთავი 2" -თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა საქართველომ ამისათვის ყველა საჭირო კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს.
„ჩვენ ხელს შევუწყობთ მთავრობას, რომ განაგრძოს რეფორმები, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულ იქნეს", _ განაცხადა რასმუსენმა და საქართველოს წვლილზე ავღანეთის ოპერაციაში და ნატოსადმი ერთგულებაზე გაამახვილა ყურადღება
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წილს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში და ეს არის ძლიერი გამოხატულება თქვენი ერთგულების, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მიმართ",_ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.