საქართველოს შსს-ის მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს მასშტაბით მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტმა თითქმის 50 პროცენტით იკლო.
ამ სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლის 9 თვეში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია მობილური ტელეფონის ქურდობის 384 ფაქტი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი _ 709.
მიმდინარე წლის ქურდობის ფაქტებიდან გახსნილია 90 საქმე, რაც პროცენტულად 23,4-ს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გახსნილი იყო 137 საქმე - 19,3 პროცენტი.
ცნობისთის, 2009 წლის 9 თვეში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია დანაშაული 28 ათას 421 ფაქტი, რომელთაგან გახნილია 12 ათას 566 დანაშაული, რაც საერთო მაჩვენებლის 44,2 პროცენტს შეადგენს.