,,მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს", რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატის ზურაბ აბაშიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა კანონპროექტებზე ვეტოს დადებით მორიგი გასართობი შეიძინა.
,,პრეზიდენტმა კანონპროექტებზე ვეტოს დადებით როგორც ვხვდები მორიგი გასართობი შეიძინა. მან ვერ გააცნობიერა, რომ მის დადებულ ყველა ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა ვძლევთ. ამ ვეტოსაც საპარლამენტო უმრავლესობა დავძლევთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით პრეზიდენტს, რომ მისი შენიშვნები ჩვენთვის მიუღებელია", _განაცხადა აბაშიძემ.