,,ფარული ჩანაწერების ჩვენება უნდა დამთავრდეს", _ამის შესახებ ჟურნალისტებთან შსს-ში საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებთან შეხეევდრის შემდეგ საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
"დიდ აზრს ვერ ვხედავ ამ კადრების ნახვაში, ვერც ჩემი მხრიდან და ვერც სხვების მხრიდან. ჯობია არ ნახო, ვინაიდან კარგი არაფერი მინახავს. გულწრფელად გითხრათ, ინტერესი მქონდა რა იქნა ასეთი აღმოჩენილი და შევამზადე კიდეც საკუთარი თავი, რომ არაფერი გამკვირვებოდა. ეს ვერაფრით ჩაითვლება ინდივიდების დანაშაულად. საკუთარი ინიციატივით, ამ ტიპის ქმედებებს არავინ ჩადის, აქედან გამომდინარე, ესაა სახელმწიფოს სახე და ეს უნდა დამთავრდეს. ვფიქრობ, უნდა დამთავრდეს თავად ამ კადრების ჩვენება", -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირები საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს გააცნო.