,,კოალიციის წევრები ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებით, რომ პოლიტიკიდან წასვლა ნაადრევია", _განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ბიძინა ივანიშვილის განაცხადების კომენტირებისას.
"ჩვენ ვეუბნებით, რომ ჯერ მის წასვლაზე საუბარი ნაადრევია, თვითონ კი ამბობს, რომ თქვენ თვითონ ნახავთ, წლის ბოლოს სიტუაცია ისე იქნება დასტაბილურებული, რომ ჩემს წასვლას წინ არაფერი დაუდგებაო. მე იმედი მაქვს, რომ იგი დარჩება გუნდში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ესტონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში წავა.