მთავარი გამოწვევა რომლის წინაშეც უკრაინა ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა _ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სტაბილიზაციაა. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
ევრპარლამენტის დეპუტატები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული ნორმებისა და სამართალიანი არჩევნების პრინციპით ჩატარდა. ამასთან ერთად მათში კანდიდატთა ფართო სპექტრი მონაწილეობდა, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდათ.
"უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაცია საკონსტიტუციო რეფორმას, კანონის ძალის გამყარებას, უმცირესობათა პოლიტიკურ პროცესში ჩართულობას, სოციალური საბაზრო ეკონომიკის დამყარებას და კორუფციასთან ბრძოლას გულისხმობს", _ ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტმა აღიარა რა უკრაინის ევროპული სწრაფვები აღნიშნა, რომ მას შეუძლია ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც თავისუფლების პრინციპებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტალურ თავისუფლებებს და კანონის ძალას აღიარებს.
"გაღღმავებული და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება საშუალებას მისცემდა უკრაინას თანდათან ინტეგრირება მოეხდინა ევროკავშირის შიდა ბაზარზე, უკრაინაზე ამ ბაზრის ოთხი თავისუფლების გავრცელების თვალსაზრისითაც", _ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში