პრემიერი ცდილობს გაექცეს შექმნილ სიტუაციას- ამის შესახებ განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მალაშხიას თქმით, ქვეყანა იმყოფება სრულ იზოლაციაში, არის ეკონომიკური კრიზისი.
"არსებობს კონგრესის რეზოლუცია, ქვეყნის გარეთ შექმნილი რეალური კრიზისული მდგომარეობები, კრახი რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, ეკონომიკური კრიზისი და რეალური საფრთხე იმისა რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს ქვეყანა. ამიტომაც პრემიერი ცდილობს თვითონაც და ოჯახიც განარიდოს შექმნილ მდგომარეობას", - აცხადებს მალაშხია.