უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის შოთა მალაშხიას ინფორმაციით თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას წინა ხელისუფლებისგან გადაეცა სრული ინფორმაცია საიდუმლო სამალავებთან დაკავშირებით.
როგორც მალაშხიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა შსს ვიდეო მასალებთან დაკავშირებით აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია.
"თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არჩევნებამდე აკეთებდა განცხადებებს საიდუმლო სამალავებთან დაკავშირებით მაგრამ არჩევნების შემდეგ მას წინა ხელისუფლებისაგან გადაეცა სრული ინფორმაცია მსგავს სამალავებთან დაკავშირებით და შემდეგ ამაზე საუბარი აღარ იყო. რაც შეეხება შსს მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვიდეო მასალებთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვს იწვევს ამ მასალების არსებობა მსგავს სიტუაციაში. ამიტომაც ჩვენი მოთხოვნაა შეიქმნას საპარლამენტო კომისია რომელიც გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს მათ შორის იმაზეც ჰქონდა თუ არა უშიშროების საბჭოს აღნიშნული ინფორმაცია", - აცხადებს მალაშხია.