,,ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დარჩება მანამ, ვიდრე, ჩვენი ყველა დაპირება შესრულებული არ იქნება", _განაცხადა ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიძინა ივანიშვილის ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.
,,პრემიერ-მინისტრმა დააზუსტა რასაც გულისხმობდა. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას. პრემიერმა თავიდანვე ბრძანა, რომ დიდი ხნით პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებდა, მაგრამ ის პრემიერ-მინისტრად დარჩება მანამ, ვიდრე, ჩვენი ყველა დაპირება შესრულებული არ იქნება", _განაცხადა ნოდარ ხადურმა.