პრემიერმა ძალზედ ნათლად განაცხადა, რომ გეგმავს, დატოვოს თანამდებობა, მაგრამ გააკეთოს ეს იმ პირობებში, როდესაც მოხდება პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, - ამ კომენტარით გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ის თანამდებობას დატოვებს და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს.
"პრემიერმა ძალზედ ნათლად განაცხადა, რომ გეგმავს, დატოვოს თანამდებობა, მაგრამ გააკეთოს ეს იმ პირობებში, როდესაც მოხდება პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ესტონურ გაზეთ Postimees-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "მე პოლიტიკიდან მალე წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა".
მასალის გამოყენების პირობები