,,ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არჩევნებისა და პოლიტიკურ ვითარების მიმართ უნდობლობას და საერთო სკეპტიციზმს გაზრდის", _წერს ,,ფეისბუკის" გვერდზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კომეტირებისას.
მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება სწორი არ იქნება.
,,ასეთ ნაბიჯს სწორ ნაბიჯად ვერ შევაფასებდი- ნაადრევი შეიძლება უფრო უხდებოდეს- რადგანც უნდა წინ უსწრებდეს რიგ გარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის დაწყნარება.... სხვა შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფელბას "უტოვებს" მის მიერ შერჩეულ და "დანიშნულ" - არა არჩეულ - ადამიანებს და ძალებს ( ცუდი თუ კარგი ამაზე არ ვდავობ) რაც კი საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას ვერ წარუდგება. პირიქით არჩევნების მიმართ გაზრდის უნდობლობას და საერთო სკეპტიციზმს პოლიტიკურ ვითარების მიმართ! არაფერი რომ ვთქვათ მღელვარებაზე და ნერვოზის გაძლიერებაზე! ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება არაა და მხოლოდ მოსაზრებაა შორეული ნაბიჯების შესახებ! ჯერ რა დროს წასვლაა !!!!!????? ისე ძალიან არ მინდა რომ ბიძინას ედიკა დაემართოს და წასვლით დაემუქროს ხალხს და დაჩოქებით დაკავება დაგვჭირდეს .....", _წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ესტონური გამოცემა " Postimees "-თან ინტერვიუში განაცხადა.