,, თუ ივანიშვილისნაირი წონიანი ფიგურა პოლიტიკიდანწავა ,,ნაციონალურ მოძრაობა" ისევ აღდგება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.
მისვე განცხადებით, შესაძლებელია, რომ ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ზუსტად ვერ გამოხატა.
,,ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული ემოციური კონტექსტითაა ეს ფრაზა ნათქვამი, ან შეიძლება ჟურნალისტმა კონტექსტი ბოლომდე ვერ გამოხატა. ისევე როგორც ადრე თქვა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკიდან ორ წელში წავიდოდა, შემდეგ დააზუსტა, რომ იგი გულისხმობდა იმას, რომ ორ წელიწადში დალაგდება ქვეყანა და სწორედ ამის შემდეგ წავა პოლიტიკიდან, მანამდე კი წასვლას არ აპირებს", - _განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძე გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში წავიდეს.
,,ქვეყანაში ჯერ არც ერთ პროცესი დასრულებული არ არის. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა, ჯერ ძალიან ცოტას ნიშნავს. ,,ნაციონალების" ენერგიულობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეტყობათ, რომ მარტივად პოზიციების დათმობას არ აპირებენ. ამიტომ ამ სიტუაციაში რა დიდი პროგნოზი უნდა იმას, რომ ივანიშვილისნაირი წონიანი ფიგურა თუ გამოეცლება მათ ვინც ,,ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, ისინი მოახერხებენ აღდგენას. იპოვიან ახალ მერაბიშვილს, თუ საერთოდ მერაბიშვილი არ გამოიყვანეს გმირის გვირგვინით ციხიდან, იპოვიან ახალ სააკაშვილს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი უკან დაბრუნდება და დაბრუნდება უფრო მძიმე სახით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ საყვარელიძემ.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გადაწყვეტს კოალიცია ,,ქართული ოცნება" თავისთავად დაიშლება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ესტონური გამოცემა " Postimees"-თან ინტერვიუში განაცხადა.
„კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება, ჩემი ადგილი დაიკავოს. არ მსურს და ეს საქართველოში პოლიტიკისთვისაც ძალიან ცუდი იქნება, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს. ზემოთ აღნიშნული სამი თანამდებობის გარდა, მჯერა, რომ ყველა მათგანი სუფთა ადამიანებად, დემოკრატებად დარჩებიან. აუცილებელია ასევე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე თავისუფალი მედია. ახალი სისხლია საჭირო", - განაცხადა ივანიშვილმა.