,,ბატონმა ბიძინამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავისი ვალი მოიხადა", -განაცახდა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ბიძინა ივანიშვილის განაცხადების კომენტირებისას.
საგანელიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა ხელისუფლებიდან კრიმინალური დაჯგუფების მოცილება იყო და მან ეს მოახერხა.
,,როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, მან განაცხადა, რომ მისი ყველაზე მთავარი ამოცანაა, ხელისუფლებიდან მოაცილოს ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნების დროს და დაიწყო ახლა იმედია, წელს, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასრულდება. ბატონი ბიძინა ალბათ, თვლის, რომ ამით მან თავისი ვალი ქვეყნის წინაშე მოიხადა და მართლაც, ეს კრიმინალური დაჯგუფება ბოლომდე იქნება მოცილებული", - განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ესტონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში წავა.