,,პოლიტიკა საბავშვო ბაღი არ არის", _განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილმა გორში გამართულ ღვინის ფესტივაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ესტონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს კომენტირებისას.
"პოლიტიკა საბავშვო ბაღი არ არის. ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა. პოლიტიკა ადამიანის ბედს, საქართველოს გრძელვადიან განვითარებას, მომავალს, ჩვენი თითოეული ოჯახის განვითარებას, გადარჩენას აწმყოს, უკავშირდება. ასე, რომ, რაც უფრო ნაკლები არაპროგნოზირებულობა და არასერიოზულობა იქნება, უკეთესია. მე ნამდვილად არ ვაპირებ ამის შეფასებას, რადგან მიმაჩნია, რომ ბევრი რაღაც ისე არ განვითარდა, როგორც იყო ანონსირებული. ბევრი რაღაც ტყუილი და ბლეფი აღმოჩნდა. ბევრი რამ ბოლო თვეებში ისე არ აღმოჩნდა, როგორც გვეუბნებოდნენ. საერთოდ, ტყუილი ბოლო თვეებში ძალიან ინტენსიურად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, რაც ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ ეს არის ძველი მეთოდები, პოსტსაბჭოთა სივრცის სინდრომი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განაცხადებით, ქვეყანა არის რთულ სიტუაციაში.
"ჩვენი ქვეყანა რთულ სიტუაციაშია. ხედავთ, რომ ყოველ დღე არის პროვოკაციები. ეკონომიკა, სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაშია, რასაც ყველა ვხედავთ. ერთადერთი, რაც ეკონომიკას შველის, არის ტურიზმი, რაც ჩვენ წინა წლებში შევქმენით", - განაცხადა სააკაშვილმა.